სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ

01/31/2023


მობილობით გადმოსვლის მსურველმა პირმა, რომელიც სსიპ - მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge (2023 წლის 30 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით) გაივლის რეგისტრაციას და მოიპოვებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა გაიაროს რეგისტრაცია სტუ-ში, ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gtu.ge) განთავსებული ინფორმაციის შესაბამისად.  

  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმომსვლელმა განცხადება (დანართი 1)  და თანდართული დოკუმენტაცია (დანართი 2) უნდა წარმოადგინოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

საბუთები  მიიღება:  ყოველდღე 2023 წლის 10 თებერვლიდან 14 თებერვლის  ჩათვლით. 10 00 სთ-დან - 16 00 სთ-მდე  კვირის (12 თებერვლის) გარდა;

მისამართი: თბილისი; კოსტავას 77; ადმინისტრციული კორპუსი; 1-ლი სართული; სტუ-ის კანცელარია;

  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია 

1.    პირადობის მოწმობის  ასლი;

2.    სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

3.    სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;

4.    პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;

5.    უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

6.    ბაკალავრმა - საშუალო განათლების ატესტატის ასლი;

     მაგისტრანტმა - ბაკალავრის დიპლომის  ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა);

     დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის  ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა).

  • ჩათვლილი კრედიტებისა და  ამის საფუძველზე განსაზღვული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას მობილობის მსურველ პირს  შესაბამისი ფაკულტეტი აცნობებს არაუგვიანეს 2023 წლის 15 თებერვლის 17 სააათისა.

  • მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს დაუყოვნებლივ  განაცხადოს თანხმობა ან უარი (დანართი 6)  სტუ–ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ

  • საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის/ უარის განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე.

შენიშვნა: ქვემოთ ჩამოთვლილ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ  წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.

N

სამაგისტრო საგამანათლებლო პროგრამა

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1

გარემოსდაცვითი ინჟინერია

ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

08 სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია

2

ფარმაცია

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

09 ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა;

06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

08 სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია

3

მეტალურგია

ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა

4

მასალათმცოდნეობა

ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა

5

არქიტექტურა 

არქიტექტურის ბაკალავრის  დიპლომი

6

სამართალი

სამართლის ბაკალავრი დიპლომი

N

სადოქტორო საგამანათლებლო პროგრამა

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1

სამხედრო ინჟინერია

მაგისტრის ან მას თან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომი ინჟინერიის მიმართულებით, შეიარაღებული ძალების უფროსი და უმაღლესი წოდების ოფიცრები, ასევე ის ოფიცრები, რომელთა სამსახურებრივ ფუნქციებში შედის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის საკითხებიც;

2

მეტალურგია

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა

3

მასალათმცოდნეობა

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა

4

ტრანსპორტი

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

5

არქიტექტურა 

არქიტექტურის მაგისტრის  დიპლომი

6

საერთაშორისო ურთიერთობები

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში, სამართალში ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

7

ინფორმატიკა

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმატიკის, საინჟინრო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ეკონომიკის სპეციალობებით

  • ბრძანება სტუ–ში  მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2023 წლის 1 მარტისა;
  • სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.   


 

სიახლეებში დაბრუნება