სტუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა

01/25/2023


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის დარბაზში, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის 661 წევრი, 12-ვე ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ახლადარჩეული თავმჯდომარეები და გამგეობის სრული შემადგენლობა ესწრებოდნენ.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის კანდიდატურა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობის სრულმა შემადგენლობამ წარუდგინა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 ფაკულტეტზე, 2022 წლის 26 დეკემბერს, მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გამოვლენილი 661 წევრის ხმათა უმრავლესობით, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის პოზიციაზე, 2-წლიანი ვადით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი, დოქტორანტი დავით ლეშკაშელი აირჩიეს.

გარდა ამისა, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სამი ვიცე-პრეზიდენტი - სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობის წევრები: აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტი ალექსანდრე ღამბაშიძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი ბესარიონ გიორგაძე და ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ირაკლი გუგუშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნებამდე, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო დებულების 37-ე მუხლის საფუძველზე, უნივერსიტეტის 12-ვე ფაკულტეტზე ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის საერთო სხდომა, რომელზეც 2 წლის ვადით აირჩიეს ყველა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეები და დაამტკიცეს გამგეობის წევრები შემდეგი შემადგენლობით: სამშენებლო ფაკულტეტი: თავმჯდომარე და გამგეობის წევრი ირაკლი ალადაშვილი; ენერგეტიკის ფაკულტეტი: თავმჯდომარე შოთა კაჭარავა, გამგეობის წევრი ირაკლი გუგუშვილი; სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი: თავმჯდომარე გიორგი ჯანჯალაშვილი, გამგეობის წევრი ბესარიონ გიორგაძე; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი: თავმჯდომარე და გამგეობის წევრი თამაზ გამგებელი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი: თავმჯდომარე და გამგეობის წევრი ბექა ხაბულიანი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი: თავმჯდომარე და გამგეობის წევრი ნიკა გერანტია; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი: თავმჯდომარე და გამგეობის წევრი სპარტაკ სოხაშვილი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი: თავმჯდომარე და გამგეობის წევრი ირაკლი შიოშვილი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა: თავმჯდომარე და გამგეობის წევრი ანი ბასილაშვილი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი: თავმჯდომარე ჯემალ გაბრიჭიძე, გამგეობის წევრი ალექსანდრე ღამბაშიძე; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი: თავმჯდომარე გიგი მენთეშაშვილი, გამგეობის წევრი დავით ლეშკაშელი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: თავმჯდომარე და გამგეობის წევრი დავით კაკაურიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

25.01.2023


 

სიახლეებში დაბრუნება