01/13/2023
ცხადდება კონკურსი პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამაზე (The Lane Kirkland Scholarship Program) 2023/2024 აკადემიური წლისათვის.
ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ოთხი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არსამთავრობო ორგანიზაციებში.
სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 მარტი.
დეტალური ინფორმაცია ზემოაღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ
ვებგვერდზე.
სიახლეებში დაბრუნება