ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტი - უფასო ონლაინ ზამთრის სკოლა "ინტერდისციპლინარულობა კვლევებში - ზამთრის სკოლა NCU"

01/13/2023


ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტი (Nicolaus Copernicus University in Toruń - NCU) (ტორუნი, პოლონეთი) საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს მონაწილეობას ონლაინ ზამთრის სკოლაში "ინტერდისციპლინარულობა კვლევებში - ზამთრის სკოლა NCU", რომელიც NAWA - პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული, SPINAKER პროგრამის ფარგლებში ტარდება.


ერთკვირიან ზამთრის სკოლაში მონაწილეობა უფასოა სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის და ონლაინ ფორმატში ჩატარდება, მიმდინარე წლის 20-24 თებერვალს (ონლაინ კლასები - 36 აკადემიური საათი).

სამუშაო ენა ინგლისურია და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები სერტიფიკატებსა და 3 ECTS კრედიტს მიიღებენ.

ზამთრის სკოლაში სწავლება 3 მოდულის მიხედვით წარიმართება:

სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 იანვარი.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მათ შორის, სააპლიკაციო პროცედურები და საჭირო დოკუმენტები და ფორმები იხილეთ აქ.

საკონტაქტო ელ.ფოსტა: letsmeet@ncu.p





 

სიახლეებში დაბრუნება