Polytech Montpellier - საინჟინრო საზაფხულო სკოლა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის FLOW

12/19/2022


მონპელიეს ფრანგული საინჟინრო კოლეჯი (Polytech Montpellier) (მონპელიე, საფრანგეთი) საინჟინრო საზაფხულო სკოლაში ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიღებას აცხადებს.


საზაფხულო სკოლის პერიოდია 2023 წლის 22 მაისი - 16 ივნისი.

სწავლება მიმდინარეობს- ინგლისურ ენაზე.


სასწავლო კურსი 6 ECTS კრედიტიანია და კურსში მონაწილეობა შეუძლია 10-15 სტუდენტს.

საზაფხულო სკლის გადასახადია 3600 ევრო, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - 1800 ევრო. გადასახადი ფარავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა საცხოვრებელი და კვება (ოჯახში), ტრანსფერი და ადგილობრივი ტრანსპორტი; სამეცნიერო ლექციები და აქტივობები (64 საათი, 4 ECTS) და კროს-დისციპლინური პროექტი მდგრადობასთან დაკავშირებით (12 საათი, 1 ECTS) / ფრანგული ენის შემსწავლელი კურსები და სოციალურ-კულტურული აქცტივობები (24 საათი, 1 ECTS).

4-კვირიანი საზაფხულო სკოლის სასწავლო კურსის თემატიკა უკავშირდება მნიშვნელოვან სამეწარმეო გამოწვევებს საფრანგეთში, სამი ძირითად სამეცნიერო მიმართულებით:

  • სურსათი, ღვინო და წყალი (Track FEAT),
  • მდგრადი ენერგია და მასალები (Track SEM)
  • მონაცემები და ინფორმაციის დამუშავება (Track DIP)

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

კონტაქტისთვის:
ქალბატონი დომინიკ ლუეტი (Dominique Louette)
აკადემიური გაცვლების ხელმძღვანელი
Erasmus ინსტიტუციური კოორდინატორი
აგრო მონპელიეს ინსტიტუტი (ყოფილი Montpellier SupAgro ინსტიტუტი)

ელ.ფოსტა: polytech-flow@umontpellier.fr


 

სიახლეებში დაბრუნება