სტუ-ში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს კომუნიკაციების სპეცილისტმა ბრიანა ქვინტერომ ABET აკრედიტაციის მაძიებელი პროგრამების სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა

12/12/2022


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს  კომუნიკაციების სპეცილისტმა ბრიანა ქვინტერომ, ABET აკრედიტაციის მაძიებელი პროგრამების:  ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიოსამედიცინო და სამოქალაქო ინჟინერია -  სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს  კომუნიკაციების სპეცილისტმა ბრიანა ქვინტერომ ისაუბრა შესაძლებლობებზე, რომელიც თანამედროვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა მოიტანა სამყაროსთვის. ყურადღება გაამახვილა იმ უნარების გამომუშავებასა და წარმოჩენაზე, რაც  სამუშაოს ძიების პროცესში სტუდენტს ესაჭიროება მზარდი კონკურენციის მქონე დასაქმების ბაზარზე. ასევე, განიხილა დასაქმების საიტების სპეციფიკა და მათზე ინფორმაციების სწორად განთავსების საკითხები.

 „საქართვლოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი- საქართველოს, შორის წლებია არსებობს მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობა ერთობლივი ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიმართულებით 5 პროგრამაზე. სწორედ ამიტომ, სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიაციის სპეციალისტის ბრიანა ქვინტეროს ლექცია მნიშვნელოვანი იყო ABET აკრედიტაციის მაძიებელი სტუდენტებისთვის სანდიეგოს უნივერსიტეტში არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით. რამეთუ შრომის ბაზარზე დღეს არსებული მზარდი კონკურენციის პირობებში სტუდენტებმა სწრაფად და მარტივად შეძლონ საერთაშორისოდ აღიარებულ დასაქმების საიტებზე ადაპტირება და მათთვის სასურველი ვაკანსიების აღმოჩენა და შემდგომ იმ უნარჩვევების გამოყენება რაც აუცილებელია დამსაქმებლებთან კომუნიკაციის დროს-- განაცხადა სასწავლო პროცესების მართვის დეპარტმენტის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსმა ნატო ქათამაძემ.

ლექცია ინგლისურენოვანი იყო და სტუდენტთა ფართო ჩართულობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


 

სიახლეებში დაბრუნება