სტუ-ის სტუდენტებს კომპანია „სილქნეტის“ წარმომადგენლები შეხვდებიან

12/05/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებთ, 2022 წლის 7 დეკემბერს, 15:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დარბაზში კომპანია „სილქნეტის“ წარმომადგენლები შეხვდება სამშენებლო, ენერგეტიკის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების სტუდენტებს.  

სტუდენტებთან შეხვედრაზე „სილქნეტის“ წარმომადგენლები ისაუბრებენ, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობის შესახებ და ამ კუთხით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ორგანიზაციის სპეციფიკის შესახებ, ასევე, გააცნობენ კომპანიაში არსებულ ვაკანსიებს.

კომპანია „სილქნეტის“ მხრიდან შეხვედრას წარმართავენ ადამიანური რესურსების შერჩევისა და განვითარების განყოფილების თანამშრომელი და კორპორატიული და საცალო სექტორის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი.


 

სიახლეებში დაბრუნება