აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნები

12/05/2022
 „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის, მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების (შემდეგში - არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულება) მე-2 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების, მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად, სტუ-ს აკადემიური საბჭოს მდივნის, ბატონ იაშა(კოკა) კუტუბიძის 2022 წლის 24 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათის (1495948) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  2022 წლის 20 დეკემბერს დაინიშნოს არჩევნები უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტიდან აკადემიური საბჭოს წევრის 1 ვაკანტურ ადგილზე წარმომადგენლის ასარჩევად.

2. აკადემიურ საბჭოს წევრად ფაკულტეტიდან აირჩევა ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

3. აკადემიური საბჭოს წევრს ფაკულტეტიდან ირჩევენ  ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და ფაკულტეტის საბჭოს წევრ - სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.

4. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა ოთხი წლის ვადით. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი.

5. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 06 დეკემბრიდან 2022 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.

6. კანდიდატებმა განცხადება უნდა შეიტანონ  ენერგეტიკის ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

7. ენერგეტიკის ფაკულტეტის საბჭომ 2022 წლის 06 დეკემბრამდე უზრუნველყოს საარჩევნო კომისიის შექმნა და არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

8. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ (კ.კოპალიანი) უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს საარჩევნო სიის წარდგენა ენერგეტიკის ფაკულტეტის საარჩევნო კომისიისათვის და არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

9. არჩევნები ჩატარდეს არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად. 

10. არჩევნების შედეგები გამოქვეყნდეს არჩევნების დამთავრების შემდეგ თვალსაჩინო ადგილზე და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

11. ბრძანება გამოქვეყნდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე განთავსდეს ენერგეტიკის ფაკულტეტის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე.

12. ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის უზრუნველყოს სტუ-ს საქმისწარმოების დეპარტამენტმა.

13. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).



 

სიახლეებში დაბრუნება