რუსთაველის ფონდი და „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისი დაინტერესებულ პირებს ონლაინ საინფორმაციო დღეზე იწვევენ

12/02/2022


შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და „ჰორიზონტი ევროპის“  საქართველოს ეროვნული ოფისი, 2022 წლის 2 დეკემბერს, 13:00-დან 15:00 საათამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს, ასევე, ახალგაზრდა მკვლევრებს იწვევენ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე კლასტერი 5-ის (კლიმატი, ენერგია და მობილობა) და კლასტერი 6-ის (სურსათი, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები,  სოფლის მეურნეობა და გარემო) მიმართულებით.

საინფორმაციო შეხვედრაზე დაინტერესებული პირები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას  შესაძლებლობებს იძლევა პროგრამის - „ჰორიზონტი ევროპა“ მე-5 და მე-6 კლასტერების შესახებ. 

საიფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეობისთვის, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულით:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdonpRWEd8xjIOCYwV4vW4wIgMLf7WAzRM1gRIYs5DeMWToCQ/viewform?fbclid=IwAR1MGQO7z1douWkOUipHc0YZ06kHOp1_jIjpSctYz2Wo5zF9DocUc1QYJSk

ღონისძიებაზე დასწრების ბმული:

https://us02web.zoom.us/j/8159309443?pwd=WUtQYm1CaW8rbFoxbFBtMUNuRTl6dz09

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ სტუ-ის ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული; მისამართი: მერაბ კოსტავას 77).





 

სიახლეებში დაბრუნება