ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

12/01/2022


მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი (University College of Enterprise and Administration - WSPA) (ლუბლინი, პოლონეთი), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).


შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.12.2022.
ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება: 2022 წლის 16 დეკემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება: 2022 წლის 20 დეკემბრამდე.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს. პრიორიტეულია კომპიუტერული მეცნიერებების, მენეჯმენტის, ბიზნესის მიმართულებები.





 

სიახლეებში დაბრუნება