ევროპული კვლევების საბჭომ კონსოლიდატორის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

11/28/2022


ევროპული კვლევების საბჭომ კონსოლიდატორის (Consolidator Grant) საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ მკვლევრებს, რომელთაც დოქტორის ხარისხი მიენიჭათ არანაკლებ 7 და არაუმეტეს 12 წლისა.

გრანტის მოცულობა ერთ კვლევაზე არ აღემატება 2 მლნ. ევროს და დამატებით, 1 მლნ. ევროს - საჭიროების შესაბამისად.

საგრანტო წინადადებების მიღება 2023 წლის 2 თებერვალს დასრულდება.

იხილეთ საგრანტო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია:

-       Presentation - Consolidator Grant

-       ERC Evaluations_GEORGIA_GS - Nov 2022


შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ სტუ-ის ტექნოლოგიების ტრანფერისა და საგრანტო პროექტების ოფისს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, მერაბ კოსტავას 77).



 

სიახლეებში დაბრუნება