სტუ-ში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიანი პროგრამაზე მსმენელთა მიღება დაიწყო

11/22/2022


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიგანახლებადი ენერგიების ტექნოლოგიებისმემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების  ოთხ მოკლევადიანი პროგრამაზე  მსმენელთა მიღებადაიწყო.

რეგისტრაცია იწყება 22 ნოემბრიდან და 24 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. ოთხივე პროგრამასრულად დაფინანსებულია საქართველოსმთავრობის მიერ და დაინტერესებულ პირებსმომზადება/გადამზადების პროგრამებზერეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ონლაინ, ვებგვერდზე –  vet.emis.ge .

დონორი ორგანიზაციის მიერ დაქირავებულისაგანმანათლებლო და განახლებადი ენერგიისდარგის ექსპერტებისა და ტექნიკური უნივერსიტეტისშესაბამისი პროფესორების მიერ მომზადდაგანახლებადი ენერგიების ტექნოლოგიებისმემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების  4მოკლევადიანი პროგრამა (თითოეული 75 საათისხანგრძლივობით), კერძოდ:

1.​ენერგიის  განახლებადი წყაროებისმოწყობილობის მონტაჟი (მზის ფოტოელექტრულისისტემების მონტაჟი);

2.​ენერგიის  განახლებადი წყაროებისმოწყობილობის მონტაჟი (მზის თერმული სისტემებისმონტაჟი);

3.​ენერგიის  განახლებადი წყაროებისმოწყობილობის მონტაჟი (ბიომასის ბოილერების დაღუმელების მონტაჟი)

4.​ენერგიის  განახლებადი წყაროებისმოწყობილობის მონტაჟი (ზედაპირული გეოთერმულისისტემების და თბური ტუმბოების მონტაჟი).

სწავლა დაიწყება 2022 წლის 28 ნოემბერს.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი გაივლის სერტიფიცირებას, ხოლოსერტიფიცირებულ მემონტაჟეთა სია განთავსდებასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

ინფორმაციისთვის: 
საქართველოსთვის ევროპის ენერგეტიკულგაერთიანებაში გაწევრიანება სამართლებრივივალდებულების აღებასა და საკანონმდებლოჰარმონიზაციას გულისხმობს. კერძოდ, საქართველომუნდა მოახდინოს ადგილობრივ კანონმდებლობაშიევროკავშირის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი იმდირექტივებისა და რეგულაციების ასახვა, რომლებიცასოცირების ხელშეკრულების XXV დანართშიამოცემული. 

აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლადსაქართველოს პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერშიდაამტკიცა კანონი „განახლებადი წყაროებიდანენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისებისშესახებ“. აღნიშნული კანონი, რომელიც სრულადშეესაბამება განახლებადი ენერგიების შესახებევროკავშირის დირექტივას, საქართველოსმთავრობას ავალდებულებს, უზრუნველყოსგანახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისკვალიფიციური და სერტიფიცირებულიმემონტაჟეების არსებობა ქვეყანაში.

რადგანაც ქვეყანაში აღნიშნული პროგრამაპირველად უნდა დანერგილიყო, საჭირო გახდაუწყებათაშორისი თანამშრომლობა დაკოორდინაცია, რა მიზნითაც,  საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს, ს.ს „საქართველოს ენერგეტიკისგანვითარების ფონდს“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსადა სსიპ „განათლების ხარისხის განვითარებისეროვნულ ცენტრს“ შორის  2020 წლის 11 დეკემბერსგაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.  განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისმემონტაჟეთა მომზადება/გადამზადებისპროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობდა გერმანიისსაერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) პროგრამის  „კერძო სექტორის განვითარება დაპროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში’’ ფარგლებში. 


 

სიახლეებში დაბრუნება