CIGRE საქართველოს ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

11/18/2022
2022 წლის 9 დეკემბერს 14  საათზე CIGRE საქართველოს ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ სტუდენტებთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

 

შეხვედრაზე მიმოხილული იქნება ელექტროენერგეტიკული სექტორი და მისი ძირითადი გამოწვევები.

მომავალ პროფესიონალებს დეტალურად გაეცნობათ CIGRE საქმიანობა, მისი მიზნები და პერსპექტივები.

დაინტერესებულ სტუდენტებს ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლები გაუწევენ კონსულტაციას და უპასუხებენ მათთვის საინტერესო კითხვებს.


 

სიახლეებში დაბრუნება