ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 19-20 ნოემბერს ტექნოპარკში გაიმართება

11/18/2022


19-20 ნოემბერს, პირველად საქართველოში, ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი (Youth Internet Governance Forum) გაიმართება. ღონისძიებას ტექნოპარკი უმასპინძლებს.

ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის კოორდინატორია მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA). ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,  საქართველოს კომუნიკაციების კომისია და ინტერნეტსაზოგადოება საქართველო (ISOC Georgia). ღონისძიების ინსტიტუციური მხარდამჭერია ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში. 

ორგანიზატორები ფორუმში აქტიური მონაწილეობისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს იწვევენ.

ფორუმის მიზანია ინტერნეტსფეროს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების საკითხებზე დიალოგის წახალისება, ასევე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები თემებზე: ხელოვნური ინტელექტი, მისი შესაძლებლობები და გამოწვევები; დეზინფორმაცია საქართველოს ინტერნეტსივრცეში; ფართოზოლოვანი საქართველო  – არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები; გახსნილი ტელეკომბაზარი და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვების პერსპექტივები; 5G მზაობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის როლი ქვეყნის განვითარებაში; ინტერნეტის ხარისხი; სათემო ინტერნეტქსელების განვითარება; ინტერნეტკონტენტის თვითრეგულირება; ქართული ენა ინტერნეტ-სამყაროში; კიბერუსაფრთხოება და ციფრული უფლებები; პანდემიით ინსპირირებული ინოვაციები და პერსონალური მონაცემების დაცვა; ციფრული წიგნიერება და მზაობა, სხვადასხვა სექტორების როლი აღნიშნულ პროცესში;  ვირტუალური მობილური ოპერირების განვითარების საკითხები და სხვა.

ფორუმზე მიწვეული სტუმრებისათვის წარმოდგენილი იქნება ინტერნეტსფეროს განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები მათი მხარდაჭერისა და ინტერესის მოპოვების მიზნით.

ფორუმზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგი ბმულის გამოყენებით:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfROaTBHvwPVYRXJhRSht6lizoxPJpygADhivEl8e7P9Kgldw/viewform

გთავაზობთ დღის წესრიგის სამუშაო ვერსიას ბმულით:

https://docs.google.com/document/d/1kW3S8HoqGzxpYAj9A7EQh0c4obDJhDC5/edit?usp=sharing_eil_m&rtpof=true&sd=true&invite=CNTh2bMJ&ts=636e6ef8


 

სიახლეებში დაბრუნება