სტუ-ში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა

11/11/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინტიტუტებისა და ცენტრების სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ მიულოცა. 
მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილი, სტუ-ის სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, ფაკულტეტების დეკანები, სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSU-G) დეკანი პროფესორი ჰალილ გიუვენი,იტალიის ტუშას უნივერსიტეტის პროფესორი ფრანჩესკო კლარიონი, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები. 

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა უნივერსიტეტისმეცნიერებსა და ახალგაზრდა მკვლევრებსნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა უსურვა.

„10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღედUNESCO-მ 2001 წელს გამოაცხადა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ჩვენს კოლეგებს, ქართველ და უცხოელ  მეცნიერებს დღევანდელ დღეს ვულოცავ. განსაკუთრებით, ახალგაზრდა მკვლევრებს მივმართავ დაწარმატებებს ვუსურვებ მათ ამ ურთულეს გზაზე!მეცნიერებმა მრავალი სირთულე გადავიტანეთ, იყო უმმძიმესი წლებიც. საბედნიეროდ, დღეს,საქართველოს მთავრობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში. „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ და მისი აღნიშვნა უმთავრეს მიზანს ემსახურება:შეგვახსენოს, რამდენად დიდია მეცნიერების როლისაზოგადოებრივ ცხოვრებაში და როგორ უწყობს ის ხელს კაცობრიობის მუდმივ განვითარებას; რამდენად აქტიურად უნდა ხდებოდეს მეცნიერთაუახლესი მიღწევების შესახებ საზოგადოებისინფორმირება და მისი ჩართვა სამეცნიერო დისკუსიებში. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მოღვაწეობენ ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებსა და უდიდეს კვლევით ცენტრებში. რომ არა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პირადად, მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მხარდაჭერა, ბევრი ჩვენი მეცნიერი თუახალგაზრდა მკვლევარი თავის მიღწევებს ასე სწრაფად და ეფექტიანად ვერ გააცნობდა ვერცჩვენი ქვეყნის და ვერც მსოფლიო საზოგადოებას. წარმატებებს გისურვებთ კოლეგებო! ქვეყნისგანვითარებისთვის აუცილებელ საქმეში, რასაც მეცნიერების მსახურება ჰქვია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის თქვენგვერდში დგას“, - განაცხადა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ზაზა მარუაშვილმა. მან უნივერსიტეტის მეცნიერებს მინისტრ მიხეილ ჩხენკელისა და მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის სახელით,პროფესიული დღე მიულოცა.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცალსახად და საჯაროდ აფიქსირებს უმაღლესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის მეცნიერთა მხარდაჭერას, განსაკუთრებით,ახალგაზრდების მიმართ. 10 ნოემბერი ასე თბილად და ღირსეულად რომ აღინიშნება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არის დასტური იმისა, თუ როგორ ზრუნავს უნივერსიტეტის რექტორატი თავის მეცნიერებზე. მთავრობის სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც ცოტა ხნის წინ დამტკიცდა, ერთ-ერთი გამორჩეული მოთხოვნა მეცნიერებას ეხება -ჩნდება მეტი შესაძლებლობა, რომ გაცილებით მეტი მკვლევარი, მათ შორის ახალგაზრდა ჩაერთოს სამეცნიერო კვლევებში, მეტ თანამშრომელს გაუჩნდეს  მოტივაცია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 15 სამეცნიერო კვლევითი ინსტუტიტია  ინტეგრირებული. წლების განმავლობაში მქონდა პატივი, ამ ინსტიტუტების საქმიანობას გავცნობოდი. აქ მომუშავე ადამიანები მეცნიერების დარგების დიდი პატრიოტები არიან. მადლობას გიხდით და კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“, - განაცხადა ზაზა მარუაშვილმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს პროფესიული დღე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანმა, პროფესორმა ჰალილ გიუვენმა მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს ღონისძიებაზე მიწვევისათვის და იმ ნაყოფიერთანამშრომლობაზე ისაუბრა, რომელიც სტუ-ის და სან დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებს ერთმანეთთან აკავშირებთ.

„კაცობრიობამ განვითარების გარკვეულ ლიმიტს მიაღწია. დღეს უკვე არავინ დავობს, რომ მომავალი მეცნიერების ხელშია, რომ ქვეყნიერებას სწორედ მეცნიერება გადაარჩენს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს გულითადად ვულოცავ დღევანდელ დღეს და მინდა აქვე სიხარულით აღვნიშნო, რომ თქვენი რიგები მეტად საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობით ივსება. კიდევ ერთხელ გიცხადებთ მხარდაჭერას და გილოცავთ!“, - აღნიშნა პროფესორმა ჰალილ გიუვენმა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, მეცნიერების დარგში განსაკუთრებული ღვაწლისთვის, „სტუ-ის ოქროს მედლით“ დააჯილდოვა ცნობილი მეცნიერები: სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე,საქართველოს ისტორიაში პირველი ქართულიკოსმოსური ობიექტის - გასაშლელი რეფლექტორისგენერალური კონსტრუქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი; სტუ-ის კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანი,პროფესორი ჰალილ გიუვენი. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საპატიო დიპლომი გადასცა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის პროფესორ ნინო ნიშნიანიძეს,სამეცნიერო-კვლევით ინტიტუტ „ტექინფორმის“დირექტორს, პროფესორ ნელი მახვილაძეს და სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ დავით თავხელიძეს.


 

სიახლეებში დაბრუნება