სტუ დიდი ბრიტანეთის მეწარმეობის განმანათლებელთა ქსელის წევრი გახდა

11/09/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთის მეწარმეობის განმანათლებელთა ქსელის (Enterprise Educators UK - EEUK) წევრი გახდა, რაც უნივერსიტეტს ინსტიტუციურ დონეზე მეწარმეობისა და ბიზნესის სწავლების პრაქტიკის დახვეწის, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და საუკეთესო ბრიტანული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. 

EEUK ქსელის წევრობა, სამეწარმეო ცოდნის დაგროვებისა და განვითარების მიმართულებით, ასევე დიდ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.

სტუ-ის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დიდი ბრიტანეთის მეწარმეობის განმანათლებელთა ქსელის წევრობა ბრიტანეთის საბჭოს Creative Spark-ის ქვეპროგრამის - Creative Flame-ის ფარგლებში მოიპოვა.

„წლების მანძილზე, სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეწარმეო სწავლებასაგრძნობლად გაუმჯობესდა. სწორედ ეს ფაქტი გახდა მოტივატორი, რომ დიდი ბრიტანეთის მეწარმეობის განმანათლებელთა ქსელისწევრობის მიზნით, კილის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, მოგვემზადებინა საპროექტო განაცხადი, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ინდივიდუალურად წარადგინა და მოიპოვა კიდეც EEUK ქსელის წევრის სტატუსი. უნივერსიტეტში ქსელის წევრობას კოორდინაციას გაუწევს გრანტების მართვისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის საუნივერსიტეტო ოფისი, რომელიც აქტიურად იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მიეცეთ დამატებითი შესაძლებლობები, კიდევ უფრო მეტად გაიღრმაონ, გაიმრავალფეროვნონ ცოდნა ბიზნესისა და მეწარმეობის მიმართულებით,დაესწრონ გლობალურ სამეწარმეო კონფერენციებსა თუ კონგრესებს, ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო ფონდებთან და წარუდგინონ მათ სასწავლო და კვლევითი პროექტები, ისარგებლონ თანამედროვე პროფესიული ლიტერატურით; EEUK ქსელის წევრობა არაჩვეულებრივი შესაძლებლობააუნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, რათა შეიმუშაონ ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და ა.შ. ყველა ამ პროცესის ერთობლიობა გააუმჯობესებს არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებით და სამეწარმეო გარემოს, არამედ,ასევე, დადებით ზეგავლენას იქონიებს ჩვენიქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე“, - აღნიშნავსრექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე. 

როგორც სტუ-ის გრანტების მართვისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის საუნივერსიტეტო ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი განმარტავს, დიდი ბრიტანეთის მეწარმეობის განმანათლებელთა ქსელის წევრობა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ტრადიციული საინჟინრო-ტექნოლოგიური თუ ჰუმანიტარული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიხორციელდება „მეწარმეობის“ სწავლება, როგორც ცალკე აკადემიური პროგრამის სახით - სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის აკრედიტებულისაბაკალავრო პროგრამა „სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა“, ასევე, სამეწარმეო კომპონენტის სწავლების გაძლიერების მიზნით,სხვა ტრადიციულ პროგრამებსა თუ კურიკულუმებში. 

დიდი ბრიტანეთის მეწარმეობის განმანათლებელთა ქსელი (Enterprise Educators UK), მსოფლიო მასშტაბით, 2000-მდე უმაღლეს საგანმანათლებლო და მეწარმეობის ხელშემწყობ დაწესებულებას აერთიანებს. EEUK ქსელისშესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებაშესაძლებელია ვებგვერდზე: www.enterprise.ac.uk


 

სიახლეებში დაბრუნება