რუსთაველის ფონდი STEM მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს აცხადებს

11/09/2022


შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2022 წლის „მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს“ აცხადებს.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების, ჰიპოთეზებისა და კონცეფციების განვითარებას, მონაცემების დამუშავება-ანალიზს, ახალი მიდგომების, მეთოდების, მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების შემუშავებას ორი ან მეტი სამეცნიერო დისციპლინის ერთობლიობით.

დაფინანსებულმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული STEM სფეროს გაძლიერებასა და მის ჩართვას ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ პროგრესში.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გაითვალისწინონ, რომ პროექტების ელექტრონული რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ გრანტების მართვის ერთიან სისტემაას (GMUS), 2022 წლის 11 ნოემბრიდან – 2022 წლის 24 ნოემბრის 16:00 საათამდე.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის პირობების, კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკის, რეგისტრაციის ბმულების, მარეგულირებელი დოკუმენტების, საჭირო დანართების შესახებ.


 

სიახლეებში დაბრუნება