სტუ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმს გამართავს

10/06/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, 12 ოქტომბერს, „დასაქმების ფორუმი - 2022” გაიმართება.  

დასაქმების ფორუმის ჩატარებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს, ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს სტუდენტებსა თუ კურსდამთავრებულებს და მათ საუნივერსიტეტო სივრცეში გააცნოს საქართველოს შრომის ბაზარზე მოქმედი ავტორიტეტული ორგანიზაციები და ბიზნესკომპანიები.

„დასაქმების ფორუმი - 2022“ სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ღია სივრცეში მოეწყობა, სადაც სხვადასხვა პროფილის მქონე 60 ქართული კომპანიის სტენდი განთავსდება.

სტუ-ის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, 12 ოქტომბრის 12:00 საათიდან, შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ კომპანიებში არსებულ ვაკანსიებს, დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით გაესაუბრონ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გაიარონ კონსულტაცია, შეარჩიონ სასურველი ვაკანსიები და შესაბამისი განაცხადებიც ადგილზე შეავსონ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელის დასაქმების მსურველ ყველა თავის სტუდენტსა და კურსდამთავრებულს!  

მისამართი: მერაბ კოსტავას 77; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინსტრაციული კორპუსის მიმდებარე ღია სივრცე

სტუ-ის „დასაქმების ფორუმი - 2022”-ის მონაწილე კომპანიები:

1.       სს საქართველოს რკინიგზა

2.       შპს „ანაგი“

3.       სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

4.       შპს „მშენ ექსპერტი"

5.       სს m2

6.       შპს „დომუსი“

7.       შპს GWP

8.       შპს „არქი“

9.       შპს „ჯეო გრუპი“

10.    შპს „ჰაიდელბერგცემენტი“

11.    შპს „ელთ ბიზნეს ჯგუფი“

12.    სს „ენერგო პრო ჯორჯია“

13.    სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

14.    სს „საქკაბელი“

15.    სს „ენერგონი“

16.    შპს „საქნახშირი“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)

17.    შპს „ჯორჯიან მანგანეზი“

18.    სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო

19.    სს RMG

20.    სს „გეფა“

21.    სს „რუსთავის აზოტი“

22.    შპს  „მითანა“

23.    შპს „ტკბილი ქვეყანა“

24.    სს „არგო“

25.    შპს „მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი“

26.    შპს „ზდ ნავთობის კომპანია“

27.    შპს „PSP ფარმა“

28.    შპს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა     

29.    შპს „ავერსი ფარმა“

30.    შპს „სანტე“

31.    შპს „მალკო“

32.    შპს „ავტობანი 2000“

33.    შპს „ამბოლი“

34.    შპს „ინტერნეშენალ ბეიკერ ჰაუს“

35.    ს/ს „თეგეტა“

36.    შპს „ორი ნაბიჯი“

37.    სს „ნიკორა“

38.    სს „ლიბრე“

39.    ააიპ „დამსაქმებელთა ასოციაცია“

40.    სს „გუდვილი“

41.    შპს „კარფური“

42.    შპს „აგროჰაბი“

43.    სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

44.    შპს „პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფი“

45.    სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

46.    შპს „თბილსერვის ჯგუფი“

47.    შპს „პერიტუს გრუპი“

48.    შპს „ორიენტ ლოჯიკი“

49.    შპს „ნოვატორი ტექნოლოგიური სისტემები“

50.    შპს „ეს კო ეს“

51.    შპს „ქართული პროექტი ა+დ“

52.    შპს „Bolero Company“

53.    სს „კორპორაცია ქინძმარაული“

54.    შპს „ღვინის კომპანია შუმი“

55.    შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“

56.    ააიპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

57.    ააიპ „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია“

58.    სასტუმრო „პარაგრაფი“

59.    სასტუმრო „შერატონი“

60.    სასტუმრო „ჰილტონი


 

სიახლეებში დაბრუნება