სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ საქართველო და ევროინტეგრაცია“ გაიმართა

10/03/2022


29-30 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟან მონე მოდულის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „საქართველო და ევროინტეგრაცია“ გაიმართა, რომელიც პროექტის კოორდინატორმა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ ფაჟავამ გახსნა.

კონფერენციის გახსნაში ასევე  მონაწილეობდნენ კავკასიის ევროპული კვლევების ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი თომას კრუისმანი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლივერ რაისნერი და  სტუ-ის ასოცირებული პროფესორი ნუგზარ ბარდაველიძე.

კონფერენცია, რომელშიც საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები და მაგისტრები მონაწილეობდნენ, სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებში ევროინტეგრაციული კვლევების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა  ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, სამართლის, ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებებს მოიცავდა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები კონფერენციის მოხსენებათა კრებულში- „ევროპული კვლევები“ გამოქვეყნდება, ელექტრონული ვერსია კი პროექტის ვებ-გვერდზე:  http://jeanmonnet.gtu.ge განთავსდება.

პროექტი მხარდაჭერილია ერასმუს + ჟან მონე მოდულისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ.

 

სიახლეებში დაბრუნება