კონკურსი ჟურნალისტიკის სასწავლო პროგრამის სტუდენტებისათვის

09/22/2022

თბილისის მერია, ააიპ ,,აფხაზეთი- ჩემი სახლი“ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს - ,,რაკურსი“ , თბილისზე საუკეთესო სიუჟეტის მოსამზადებლად.

სიუჟეტის ხანგრძლივობა: 7-10 წთ.

თემები:

·       კულტურულ-საგანმანათლებლო;

·       ინფრასტუქტურული განვითარება;

·       ისტორია და ეთნოგრაფია;

·       ჯანსაღი ცხოვრების წესი;

·       საინტერესო ადამიანები.

კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო - 2000 ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით).

პროექტის ფარგლებში მონაწილეთათვის გათვალისწინებულია მასტერკლასი ,,ვიდეო ჩანახატის და ვიდეო პორტრეტების ჟანრის სიუჟეტების მომზადება“, რომელსაც წარუძღვება ჟურნალისტი, კინოდოკუმენტალისტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელი თათია პაჭკორია.

მასტერკლასი ჩატარდება 10 ოქტომბერს, 15.00 სთ-ზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მულტიმედიაცენტრში.

საკონკურსო სიუჟეტები უნდა გადმოიგზავნოს wetransfer-ის ფორმატში ამა წლის 15 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე:

salomesokhumi@yahoo.com

beqa.mukbaniani@gruni.edu.ge

საკონტაქტო მობ.: +995 599 555 020; +995 577 458 180.

კონკურსში გამარჯვებული დასახელდება პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება 23 ნოემბერს, თბილისის საკრებულოში.


 

სიახლეებში დაბრუნება