საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

09/10/2022


„ვულოცავ ყველა მოქმედ თუ მომავალ ენერგეტიკოსს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს, პროფესიულ დღეს!

საამაყოა, რომ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა და უმნიშვნელოვანესი სამრეწველო საწარმოთა ელექტროტექნიკური სამსახური, მთლიანად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული სპეცილისტებითაა დაკომპლექტებული,  რომელთა შრომა, ცოდნა და თავდადება ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდა და ქმნის ქართულ  ენერგეტიკას!

არსებობის მანძილზე სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტმა 25 000-ზე მეტი სპეციალისტი მოამზადა, რომელთა შორის არიან მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები და ინჟინრები, რომლებმაც თავიანთი მრავალმხრივი მოღვაწეობის შედეგებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დარგის განვითარების საქმეში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, წარმატებებს გისურვებთ!“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე


 

სიახლეებში დაბრუნება