სტუ-ში სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

09/01/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის  2022 წლის 10 აგვისტოს MES 4 22 0000892637 ბრძანებების თანახმად და სტუ-ის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 4 აგვისტოს N01-05-04/104 დადგენილების საფუძველზე, სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება.

რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე: register.gtu.ge ,
6 სექტემბრიდან  9 სექტემბრის ჩათვლით.

  • დოქტორანტურის ჩარიცხვისათვის წარსადგენი დოკუმენტები (დანართი 2)
  • განცხადების ფორმა (დანართი 1 )
  • საკონტაქტო პირები ფაკულტეტების მიხედვით (დანართი 3)
  • სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობა (დანართი 4)

სადოქტორო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის  გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 13 სექტემბრის 11:00 საათიდან, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (მ. კოსტავას ქ. 77)

შედეგები გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე 2022 წლის 14 სექტემბერს.


 

სიახლეებში დაბრუნება