სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა სტუ-ის სტუდენტებისთვის

08/25/2022


საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2022 წლის მე-17 შემოდგომის ნაკადს. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სტუ-ის აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამის, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის (ბოლო ორი სემესტრი), მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B (81-90%) ძალიან კარგი“); აგრეთვე, მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან არ არის გასული ორ წელიწადზე მეტი.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველ პირს,  გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სტუდენტის სასწავლო ბარათი დამოწმებული ბეჭდით და ხელმოწერით.

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 22 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 – 16:00 საათამდე.

მის.: კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №266, სტუდენტური სერვისების ცენტრი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: (+995 32) 2 77 11 11.

იხილეთ ბმული:https://bit.ly/3cl9nJS



 

სიახლეებში დაბრუნება