სტუ-ის ცამეტივე ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები

08/24/2022


1. სამშენებლო ფაკულტეტი

დღეს არსებულ შრომით ბაზარზე მშენებელ-ინჟინერი ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა, შესაბამისად ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტი აბიტურიენტი გამოთქვამს სურვილს ჩააბაროს სამშენებლო ფაკულტეტზე.

სამშენებლო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები:

• მშენებლობა (250 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი (15 ადგილი)
• სამოქალაქო ინჟინერია (20 ადგილი)

სწავლის საფასური: 2250 ლარი.
მე-3 სავალდებულო საგანი: ფიზიკა ან მათემატიკა.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.


2. ენერგეტიკის ფაკულტეტი

ენერგეტიკა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს, ამიტომ აღნიშნული დარგისათვის უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური კადრების მომზადება.

ენერგეტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები:

• ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია- (230 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• საინჟინრო მენეჯმენტი- (100 ადგილი)
• ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია - (20 ადგილი)

სწავლის საფასური: 2250 ლარი.
მე-3 სავალდებულო საგანი: ფიზიკა, მათემატიკა და ისტორია (ისტორია ბარდება მხოლოდ საინჟინრო მენეჯმენტზე)
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.


3. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი

გეოლოგის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად საინტერესო პროფესიაა, რომელიც დიდ ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს მოითხოვს, შესაბამისად შრომით ბაზარზე ყოველთვის მაღალია მოთხოვნა დარგის პროფესიონალებზე.

სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს ოთხი საგანმანათლებლო პროგრამა აქვს, რომლებიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან:

• გეოლოგია (50 ადგილი)
• სამთო და გეოინჟინერია (90 ადგილი)
• საინჟინრო გეოდეზია (40 ადგილი)
• საინჟინრო გეოუსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა (40 ადგილი)
• ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები (10 ადგილი)

სწავლის საფასური: 2250 ლარი.
მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა ან ქიმია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული



4. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ნებისმიერი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში, ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდგომ, თქვენ შეძლებთ გაუმკლავდეთ თანამედროვე ბიზნესში არსებულ გამოწვევებს.

ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები:

• ბიზნესის ადმინისტრირება- (150 ადგილი)
• საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები- (5 ადგილი)
• საჯარო მმართველობა- (55 ადგილი)
• სასტუმროს მომსახურება- (30 ადგილი)

სწავლის საფასური: 2250 ლარი.
ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ისტორია ან სამოქალაქო განათლება.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

5. მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი საქართველოში პირველად ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა. აქამდე მსგავსი დასახელების ფაკულტეტი მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, მთისა და მაღალმთის საერთაშორისო უნივერსიტეტებში არსებობდა.

ფაკულტეტზე ოთხი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა ფუნქციონირებს, რომლებსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს:

• მთის სოფლის გარემოს მდგარადი განვითარება (20 ადგილი)
• მთის მდგარდი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი (40 ადგილი)
• მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა (20 ადგილი),
• ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა (10 ადგილი)

მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ქიმია, ისტორია, ბიოლოგია ან გეოგრაფია.
უცხო ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული.

6. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, 21-ე საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიული პროფესიები ისწავლება.

ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები:

• ინფორმატიკა (250 ადგილი)
• კომპიტერული ინჟინერია (40 ადგილი)
• მათემატიკა (30 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• საინჟინრო ფიზიკა (30 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• ბიოსამედიცინო ინჟინერია (50 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისურენოვანი, 10 ადგილი)
• მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტინჟინერინგი (30 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები (25 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი, 40 ადგილი)

სწავლის საფასური: 2250 ლარი.
მე-3 სავალდებულო საგანი: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

7. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას იღებენ, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდგომ, იყვნენ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე.

ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები:

• ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია (40 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• ქიმია (30 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• მეტალურგია (10 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• მასალათმცოდნეობა (10 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• გარემოს დაცვითი ინჟინერია (25 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერია (10 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• ფარმაცია (40 ადგილი)

სწავლის საფასური: 2250 ლარი.
ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია ან გეოგრაფია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

8. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი
დღეს არსებულ შრომით ბაზარზე დიდია მოთხოვნა საინჟინრო დარგის პროფესიონალ კადრებზე, ამიტომ სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროგრამების მიზანია, მოამზადოს პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული სპეციალისტები.

ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები:

• ტრანსპორტი (40 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• საგზაო ინჟინერია (15 ადგილი)
• სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია (10 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია (30 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• საკვები პროდუქტების წარმოება - გადამუშავება და სამაცივრო მოწყობილობები (20 ადგილი)
• ლოგისტიკა (10 ადგილი)
• სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა (120 ადგილი)

სწავლის საფასური: 2250 ლარი
ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია ან ისტორია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

9. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი
21-ე საუკუნეში დიზაინერისა და არქიტექტორის პროფესია, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია, შესაბამისად სულ უფრო მეტი აბიტურიენტი გამოთქვამს სურვილს განათლება ამ მიმართულებებით მიიღოს.

ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები:

• არქიტექტურა (180 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• მოდის დიზაინის ტექნოლოგიები (15 ადგილი)

სწავლის საფასური: 2250 ლარი
ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: ფიზიკა, მათემატიკა, ისტორია ან ხელოვნება.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

10. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტია, ამიტომ აბიტურიენტებს შორის ყოველთვის მაღალია კონკურენცია აღნიშნულ სპეციალობებზე ჩასაბარებლად.

ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები:
• სამართალი (220 ადგილი)
• საერთაშორისო ურთიერთობები (70 ადგილი)

სწავლის საფასური: 2250 ლარი
ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ისტორია ან სამოქალაქო განათლება.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

11. აგრარული ტექნოლოგიებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

აგრარული ტექნოლოგიებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას იღებენ, რაც მათ ბაკალავრის ხარისხის მინჭების შემდგომ, ეხმარება იყვნენ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე.

ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები:

• აგრარული ტექნოლოგიები (60 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• მევენახეობა და ენოლოგია (120 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• აგრონომია (60 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• სასურსათო ტექნოლოგია (150 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• მეცხოველეობა (20 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• ნიადაგის და წყლის რესურსების ინჟინერია (10 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• აგროინჟინერია (10 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)
• სატყეო საქმე (60 ადგილი, პრიორიტეტული პროგრამა)

ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ისტორია, ქიმია ან ბიოლოგია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

12. დიზაინის საერთაშორისო სკოლა
დიზაინის საერთაშორისო სკოლის მიზანია, მოამზადოს ბაკალავრები, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.

დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო პროგრმა: დიზაინი (ინგლისურენოვანი, 50 ადგილი)

სწავლის საფასური: 2250 ლარი
ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ისტორია ან ხელოვნება.
უცხო ენა: ინგლისური

13. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიზანია, შრომის ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.

ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები:

• საზოგადოებასთან ურთიერთობა (30 ადგილი)
• ევროპისმცოდნეობა (15 ადგილი)
• ეკონომიკა (30 ადგილი)
• არქეოლოგია (25 ადგილი)
• მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა (30 ადგილი)

ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა ან სამოქალაქო განათლება.
სწავლის საფასური: 2250 ლარი
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

 

სიახლეებში დაბრუნება