სტუ-ის 32-მა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ წლევანდელი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

08/16/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 32 პრიორიტეტულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, 2022-2023 სასწავლო წელს, სახელმწიფო აფინანსებს. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აღნიშნულ პროგრამებზე წელს ჩარიცხული აბიტურიენტების (პირველკურსელების) სწავლის საფასურს სახელმწიფო 4 წლის მანძილზე სრულად დააფინანსებს.

სახელმწიფო დაფინანსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგმა პრიორიტეტულმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა:

  1. მშენებლობა | 0030101
  2. ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია | 0030105
  3. გეოლოგია | 0030108
  4. სამთო და გეოინჟინერია | 0030109
  5. საინჟინრო გეოდეზია | 0030110
  6. არქიტექტურა | 0030127
  7. მათემატიკა | 0030136
  8. საინჟინრო ფიზიკა | 0030137
  9. აგრარული ტექნოლოგიები | 0030144
  10. სასურსათო ტექნოლოგია | 0030147
  11. სატყეო საქმე | 0030151
  12. აგროინჟინერია | 0030150
  13. მეცხოველეობა | 0030148
  14. აგრონომია | 0030146
  15. ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია | 0030149
  16. ქიმია | 0030114
  17. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია | 0030113
  18. მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია | 0030123
  19. სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია | 0030122
  20. საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა | 0030111
  21. მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი | 0030140
  22. ბიოსამედიცინო ინჟინერია | 0030138
  23. მეტალურგია | 0030115
  24. მასალათმცოდნეობა | 0030116
  25. მევენახეობა და ენოლოგია | 0030145
  26. მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი | 0030163  
  27. მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა | 0030164  
  28. ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა | 0030165
  29. მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება | 0030162
  30. გარემოსდაცვითი ინჟინერია | 0030117
  31. ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები | 0030141  
  32. ტრანსპორტი | 0030120

საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისთვის 3 966 750 ლარი გამოეყო.

პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სია დამტკიცებულია „2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებსა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 12 აგვისტოს N92/ნ ბრძანების შესაბამისად.


 

სიახლეებში დაბრუნება