სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი 2022/2023 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე

08/12/2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 4 აგვისტოს N01-05-04/104 დადგენილებისა და სტუ-ის რექტორის 2022 წლის 8 აგვისტოს N892637 ბრძანების თანახმად 2022/2023 სასწავლო წელს ცხადდება მიღება სტუ-ის სადოქტორო პროგრამებზე .

დოქტორანტურაში სწავლების პირველ წელს ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 6 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, ონლაინ - ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge ან შესაბამის ფაკულტეტზე 1000 საათიდან 1600 საათამდე.

სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად (იხ. დანართში 4) გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2022 წლის 13 სექტემბრის 1000 საათიდან, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (დარბაზი -1, მე-6 სართული, დარბაზი - 2, პირველი სართული; კოსტავას ქ. N68),. საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2022 წლის 13 სექტემბრის 1000 საათიდან 15 სექტემბრის 1400 საათამდე, სტუ-ის VI კორპუსში, კოსტავას ქ. N77, მე-4 სართული, ოთახი N411ა. საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2022 წლის 16 სექტემბერს სტუ-ის ვებგვერდზე;

სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის (იხ. დანართი 4) შესაბამისად გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2022 წლის 13 სექტემბრის 1100 საათიდან სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, კოსტავას ქ.N77 (ცენტრალურ ბიბლიოთეკაში). შედეგები გამოქვეყნდება სტუ-ს ვებგვერდზე 2022 წლის 14 სექტემბერს;

გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიებთან ჩატარდება 2022 წლის 17 სექტემბერს 1000 საათიდან. გასაუბრების შედეგები (ჩასარიცხ აპლიკანტთა სია) გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე 2022 წლის 19 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2022 წლის 19 სექტემბრიდან 21 სექტემბრის 1400 საათამდე. საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე 2022 წლის 22 სექტემბერს;

საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (2022 წლის 23 სექტემბერიდან 27 სექტემბრის ჩათვლით) აპლიკანტი ვალდებულია გააფორმოს უნივერსიტეტთან აკადემიური (სასწავლო) და ადმინისტრაციული (საფინანსო) ხელშეკრულებები;

სტუ-ის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები ვაკანტური ადგილები ფაკულტეტების მიხედვით 2022/2023 სასწავლო წლისათვის.

განცხადების ფორმა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

უფლებამოსილი (საკონტაქტო) პირები ფაკულტეტების მიხედვით

სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობები

უცხო ენის ტესტების ნიმუშები

ინგლისური ენა

გერმანული ენა

ფრანგული ენა

რუსული ენა


 

სიახლეებში დაბრუნება