სტუ სამხრეთ კავკასიის 259 უნივერსიტეტს შორის მე-2 ადგილს იკავებს

08/09/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო რეიტინგის სიტემაში მე-2 ადგილს იკავებს, როგორც 63 ქართულ უნივერსიტეტს შორის, ასევე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 259 უმაღლეს სასწავლებელს შორის.

ავტორიტეტულმა Webometrics Ranking-მა მსოფლიო უნივერსიტეტების განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებიც შედის. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, უმაღლესი სკოლების რეიტინგში ლიდერის პოზიციას ქართული უნივერსიტეტების სამეული - თსუ, სტუ და ილიაუნი ინარჩუნებს.

Webometrics Ranking-ის ინფორმაციით, ევროპის მასშტაბით, 6 017 უნივერსიტეტს შორის რეიტინგით, სტუ 650-ე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს 32 820 უნივერსიტეტს შორის 1757-ე ადგილს იკავებს.

Webometrics Ranking of World Universities, იგივე Webometrics Ranking-ი - https://www.webometrics.info/en მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის კვლევის სისტემაა, რომელიც კომპოზიტურ ინდიკატორს ეფუძნება. მსოფლიო უნივერსიტეტების განახლებული რეიტინგი, ყოველწლიურად, იანვარსა და ივლისში ქვეყნდება, კვლევას კი ესპანეთის ეროვნული კვლევების საბჭოს (CSIC) Cybermetrics Lab-ი ატარებს.


 

სიახლეებში დაბრუნება