„საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ ფარგლებში, მკვლევრებისთვის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება

07/18/2022


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ ფარგლებში, დაინტერესებული მკვლევრებისთვის საკონსულატციო შეხვედრა გაიმართება.

პროგრამას ახორციელებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის საქართველოს რეგიონული ოფისი (DAAD).


აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის 13 ივლისს, გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე, ბმულით:

https://georgias-researchers-mobility-programme.webflow.io/announcement


პროგრამის მიზანია საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა საერთაშორისო კავშირების დამყარების პროცესში, საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით.

მკვლევრები საკონსულტაციო შეხვედრაზე გაეცნობიან საგრანტო კონკურსის პირობებს, რომელიც
ითვალისწინებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქართველ მკვლევართათვის 3-თვიანი კვლევითი ვიზიტის დაფინანსებას 15 000 ევროს ოდენობით.


შეხვედრის ფარგლებში სამიზნე აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

  • მობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა, მისი მიზნები და ამოცანები;

  • კონკურსის ადმინისტრირების კალენდარი; 

  • კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი;

  • სამიზნე აუდიტორია და კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები;

  • განაცხადების მიღების პროცესი;

  • სააპლიკაციო დოკუმენტაცია; 

  • მოსალოდნელი შედეგები და ვალდებულებების შესრულების ინდიკატორები.

შეხვედრის სამუშაო ენა, ისევე, როგორც კონკურსის ადმინისტრირების ენა არის ინგლისური.

საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება 25 ივლისს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, მისამართზე: კოსტავას ქ. 77.

Online საკონსულტაციო შეხვედრა კი გაიმართება 29 ივლისს 13:00 სთ-ზე.

ონლაინ შეხვედრის დასწრების ბმული:

https://daad-veranstaltung.webex.com/daad-veranstaltung-de/j.php?MTID=m5e9e9203d83c5552163205dac7ac7a62

შეხვედრის კოდი: 2741 164 3898

პაროლი: waPP3kJDP62


 

სიახლეებში დაბრუნება