მკვლევრებისთვის ევროკავშირში მობილობის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

07/18/2022


 საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მკვლევრებისთვის ევროკავშირში მობილობის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადად მიმდინარე წლის 26 სექტემბერი განისაზღვრა.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ასევე საკონკურსო დოკუმენტების გასაცნობად, დაინტერესებულ მკვლევრებს შეუძლიათ ეწვიონ ბმულს: https://www.eu-research.ge/announcement

საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოს განათლებისა და მეცნიერიების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.


 

სიახლეებში დაბრუნება