სტუ-ის სტუდენტებს ფოთის საზღვაო ნავსადგური ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამაში მონაწილეობისთვის იწვევს

07/04/2022
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ფოთის საზღვაო ნავსადგური „ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა - InPort“-ში მონაწილეობას სთავაზობს.

„ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა - InPort“-ი მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს სტუდენტებისთვის, დისკუსიებს, გუნდურ სამუშაოებსა და უშუალოდ სამუშაო ადგილზე 4 თვის განმავლობაში სწავლებას.

ფოთის საზღვაო ნავსადგური InPort-ში მონაწილეობისთვის მოიაზრებს სტუ-ის განვითარებაზე ორიენტირებულ იმ კურსდამთავრებულებსა და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან შემდეგ სპეციალობებს:

·       ტექნიკურ - საინჟინრო (STEM)

·       ბიზნესის მართვა

·       საფინანსო

·       სოციალური ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

აპლიკანტისთვის აუცილებელია ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.

ზოგადი საკითხები:

  • ყოველთვიური სტიპენდია 600 ლარი (დარიცხული);
  • უბედური შემთხვევების დაზღვევა;
  • ნავსადგურის სასადილოს ვაუჩერი;
  • საცხოვრებელი, საჭიროების შემთხვევაში.
  • სამუშაო ადგილი - ფოთი;

მსურველებმა, 2022 წლის 10 ივლისის ჩათვლით, განაცხადი და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე), სათაურით - InPort  უნდა გაგზავნონ ელფოსტის მისამართზე: 

careerpoti@apmterminals.com

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე.


 

სიახლეებში დაბრუნება