ჰორიზონტი ევროპა - Hop On Facility კონკურსი

06/27/2022


ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა "ჰორიზონტი ევროპა" აცხადებს კონკურსს Hop On Facility (HORIZON-WIDERA-2022-ACCESS-07-01).

კონკურსის ფარგლებში კვლევის და ინოვაციების მიმართულებით ნაკლებგანვითარებულ ქვეყანაში არსებულ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ შეუერთდნენ მიმდინარე პროექტებს.

აუცილებელი პირობაა, რომ სურვილის გამომხატავი ორგანიზაციის ქვეყნიდან ორგანიზაცია არ იყოს წარმოდგენილი პროექტში. 

- დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

- მიმდინარე პროექტების სია, რომელზეც შესაძლებელია შეერთება, შეგიძლიათ იხილოთ: .https://ec.europa.eu/info/funding-tenders/opportunities/portal/screen/opportunities/horizon/hop-on

    სასურველი მიმართულების პროექტების სანახავად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილტრი (იხ. ფოტო) 


- დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება 15 ივლისის ჩათვლით - სარეგისტრაციო ფორმა https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfyQ0uMQ6DVTxVXHkWGJ01wBBsD8S9teIk3e25cFTPrBzW1Yg/viewform

- ვინაიდან კონკურსის სამუშაო ენაა ინგლისური, სავალდებულოა, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმირების პროცესში მინიმუმ ერთი მონაწილე იყოს შერჩეული ენობრივი კომპეტენციების გათვალისწინებით.

- გთხოვთ, გაითვალისწინოთ,  რომ მეცნიერთა ჯგუფისთვის, რომელიც ერთად აპირებს კონკურსში მონაწილეობას რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ ერთი პიროვნების მიერ, ჯგუფის სახელით.

რეგისტრაციის შემთხვევაში,  მსურველებს დაეხმარება  პროგრამის ეროვნული კოორდინატორი სხვადასხვა საკითხებში კონკურსის ფარგლებში.

შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ :

 551 124040 - ლუკა

ცნობისათვის: ჰორიზონტი ევროპა (Horizon Europe) არის ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამა დაახლოებით 95,5 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რომელიც 7 წლის მანძილზე (2021-2027) გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო თუ კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებსა თუ ინოვაციებს და საუკეთესო იდეებს. პროგრამის მისიაა ხელი შეუწყოს ბრწყინვალე მეცნიერებას, უპასუხოს საზოგადოებრივ და ინდუსტრიულ გამოწვევებს.

ინფორმაცია ჰორიზონტი ევროპას პროგრამების და კონკურსების შესახებ ხელმისაწვდომია ევროკომისიის მონაცემთა გაცვლის ერთიან ელექტრონულ სივრცეში - Single Electronic Data Interchange Area (SEDIA) - დაფინანსების და ტენდერების პორტალზე (Fudnig & Tender Opportunities).


 

სიახლეებში დაბრუნება