სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში

06/24/2022
სს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) სასწავლო ცენტრი აცხადებს კონკურსს მსმენელთა მისაღებად ელექტროენერგეტიკის პროგრამებზე

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკის, ელექტრული ინჟინერიის და სხვა მონათესავე სასწავლო პროგრამების  კურსდამთავრებულებს (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე), ასევე მე-3 კურსის და მე-4 კურსის სტუდენტებს.

სწავლება 2 სემესტრიანია და მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. სასწავლო პროგრამის სრულად გავლის შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სწავლის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი და გაივლიან გასაუბრებას სსე-ს ხელმძღვანელობასთან მათი ცოდნის დონისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმების მიზნით, რის საფუძველზეც მოხდება მსმენელთა დასაქმება სსე-ს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV და პირადონის მოწმობის ასლი ელ. ფოსტაზე : nino.gvaramadze@gse.com.ge



https://www.gse.com.ge/kariera/studentebistvis/stajireba


 

სიახლეებში დაბრუნება