იაშის უნივერსიტეტის, ევროპული სწავლების ცენტრის სამაგისტრო და ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ორკვირიანი სასწავლო პროგრამების თაობაზე

06/22/2022



მიმდინარე წლის 16 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ რუმინეთში არსებული ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საზაფხულო კურსებს თემებზე: ასტროფიზიკა, ბიტკოინები, ინგლისური ენის ისტორია, მდგრადი ფინანსები, კლიმატოლოგია და სხვ. 


საზაფხულო კურსი ჩატარდება მიმდინარე წლის 1-12 აგვისტოს. განაცხადის მიღების ბოლო ვადა გახლავთ 1 ივლისი.


ამასთანავე, იაშის უნივერსიტეტი 2019 წლიდან ახორციელებს ევროპული სწავლებისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სამაგისტრო პროგრამას (Master Programme in European Studies and the EU Eastern Neighbourhood) რომელზეც, 2022-23 აკადემიური წლისთვის, საბუთების მიღება მიმდინარეობს 1 სექტემბრამდე.


დამატებითი ინფორმაცია საზაფხულო სკოლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილში, ხოლო აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის შესახებ ინფორმაციის სანახავად ეწვით შემდეგ ბმულს: https://cse.uaic.ro/en/index.htm


 

სიახლეებში დაბრუნება