შპს მეტროლოგი - ვაკანსია

06/15/2022
დაკალიბრება/დამოწმების ლაბორატორიის  თანამშრომელი.

შპს ,,მეტროლოგი“ აცხადებს კონკურსს დაკალიბრება/დამოწმების  ლაბორატორიის თანამშრომელის ვაკანსიაზე.
დაკალიბრება/დამოწმების ლაბორატორიის თანამშრომელის მიმართ მოთხოვნები:
განათლება –  სასურველია ტექნიკური განხრით;
მუშაობის გამოცდილება – გაზომვის საშუალებებთან, მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილების არსებობა.  
პირადი თვისებები:
კომუნიკაბელური;
უკონფლიქტო;
განვითარებაზე და ახალი საკითხების ათვისებაზე ორიენტირებული;
წესრიგის მოყვარული;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
სხვადასხვა სახის გაზომვის საშუალებების (მათ შორის მექანიკური, ელექტროტექნიკური და სხვა სახის ხელსაწყოების) შემოწმება/დაკალიბრება არსებული პროცედურების მიხედვით. შესაბამისი ჩანაწერების წარმოება. ტექნიკური სახის ლიტერატურასთან მუშაობა;
პროფესიული განვითარება.

სამუშაო:  სრული   განაკვეთი. 
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, პერიოდული მივლინებებით შესასრულებელი ხელშეკრულებების მიხედვით.
მართვის მოწმობა –  გთხოვთ, მიუთითოთ გაქვთ თუ არა მსუბუქი ა/მანქანის მართვის მოწმობა, ვინაიდან დასვლითი სამუშოების დროს მოგიწევთ კომპანიის კუთვნილი ავტოტრანსპორტის გამოყენება.

ანაზღაურება:  დამოკიდებულია იმ მიმართულებებზე, რომელთა დაკალიბრებას აითვისებს/ჩაიბარებს კანდიდატი. ამ ეტაპზე არსებული თანამშრომლების საშუალო ანაზღაურება (მიმართულებების და შესრულებული სამუშაოების მოცულობა/რაოდენობის მიხედვით) მერყეობს 1500-2500 ლარის ფარგლებში. ზოგიერთი გამოცდილი და სწრაფი უნარჩვევების თანამშრომლის ანაზღაურება უფრო მეტია.....
დაკალიბრების/შემოწმების/დამოწმების პროცედურები არსებობს ქართულ ენაზე. ასევე, მეთოდიკები (ISO, ASTM, EN, DKD, OIML) მეთოდიკები ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე. კანდიდატმა უნდა იმუშავოს მეთოდიკების შესწავლაზე როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ჭრილში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი  CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე:   nmachitidze@yahoo.com .
გთხოვთ, დროულად გამოაგზავნოთ თქვენი CV, ვინაიდან კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს შემოსული განაცხადების მიხედვით.


 

სიახლეებში დაბრუნება