საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ევროპულ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია

06/09/2022


წელს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.  კერძოდ,  ჰორიზონტი ევროპას (HORIZON EUROPE) საგრანტო კონკურსში პროექტმა გაიმარჯვა,  რომლის კოორდინატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტია.

  

პროექტის სათაურია:  ხელოვნური ინტელექტის ნეთვორკინგის და თვინინგის ინიციატივა საქართველოში (Georgian Artificial Intelligence Networking and Twinning Initiative)

აკრონიმი: გეინ (GAIN)

ქოლი (call -WIDERA-2021-ACCESS-03 (Twinning ))

პროექტი სამწლიანია და მისი საერთო ბიუჯეტი აღემატება მილიონ ევროს.

პროექტში ჩვენი პარტნიორები არიან ევროპული კვლევების უპირობო ლიდერები DFKI - გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი (გერმანია) და INRIA - ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთი). აგრეთვე მაღალი ტექნოლოგიების კომპანია EXOLAUNCH (გერმანია).

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ინტეგრირების მიმართულებით იმ ევროპულ სისტემაში გადაიდგას სტრატეგიული ნაბიჯები, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ევროპის ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის დღევანდელ და მომავლის ტექნოლოგიებში. დასახული მიზნის მისაღწევად განხორციელდება   ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ზოგიერთი კვლევითი პროფილის შესაბამისობაში მოყვანა ხელოვნური ინტელექტის პროფილთან  და მისი დაკავშირება ევროპის კვლევების და ინოვაციების საზოგადოებასთან. 


 

სიახლეებში დაბრუნება