10 ივნისიდან „თბილისის სტუდენტური თასი 2022“ იწყება

06/07/2022


10 ივნისს „თბილისის სტუდენტური თასი 2022“ იწყება. სტუდენტურ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ თბილისში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია.

სტუდენტებს, ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ტურნირში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტიდან მიღებული ოფიციალური განაცხადის საფუძველზე.

მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს, ვთხოვთ, რეგისტრაციისთვის მიმართონ სტუ-ის საზოგადებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს.

საკონტაქტო პირი: სალომე არევაძე - 557 5713 21

ტურნირის განრიგი / სპორტის სახეობები:

10 ივნისი

ჭადრაკი (გოგონები, ვაჟები)

დაწყების დრო: 11:00

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია (ვერის ბაღი)

11 ივნისი

ნარდი (გოგონები, ვაჟები)

დაწყების დრო: 11:00

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კოსტავას 77

შაში (გოგონები, ვაჟები)

დაწყების დრო: 11:00

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კოსტავას 77

12 ივნისი

კალათბურთი - 3X3 (ვაჟები)

დაწყების დრო: 10:00

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

7-კაცა რაგბი (ვაჟები)

დაწყების დრო: 11:00

სარაგბო კლუბი „ხვამლი“

მუხიანის IV მ/რ-სა და საცხოვრებელი რ-ნის მიმდებარედ

16 ივნისი

ძიუდო (ვაჟები)

დაწყების დრო: 11:00; სპორტსმენების რეგისტრაცია (აწონვა)

ძიუდოს აკადემია, თბილისი, ბელიაშვილის ქ. 5  

17 ივნისი

ბილიარდი - შერეული (გოგონა + ვაჟი)

დაწყების დრო: 11:00

საბილიარდო კლუბი „ლებოვსკი“, ისთ ფოინტი, ალექსანდრე თვალჭრელიძის 2

ბოულინგი - შერეული (4 გოგონა + 2 ვაჟი)

დაწყების დრო: 11:00

ბოულინგ კლუბი „ლებოვსკი“, ისთ ფოინტი, ალექსანდრე თვალჭრელიძის 2

18 ივნისი

სამბო (ვაჟები)

დაწყების დრო: 11:00; სპორტსმენების რეგისტრაცია (აწონვა).

სამბოს ნაკრების დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ., სპორტის უნივერსიტეტის მიმდებარედ

მაგიდის ჩოგბურთი - შერეული (გოგონა + ვაჟი)

დაწყების დრო: 11:00

ილიას ბაღი, აღმაშენებლის გამზ. 73

20 ივნისი

ქართული ჭიდაობა (ვაჟები)

დაწყების დრო: 11:00; სპორტსმენების რეგისტრაცია (აწონვა)

სამბოს ნაკრების დარბაზი, ი.ჭავჭავაძის გამზირზ. სპორტის უნივერსიტეტის მიმდებარედ

21 ივნისი

კარტინგი (4 გოგონა, 2 ვაჟი)

დაწყების დრო: 11:00

„ლისი ლემანსი“ - ლისი-თხინვალას მონაკვეთი, მე-2 კილომეტრი

26 ივნისი

ქვიშის ფრენბურთი - 2x2 (გოგონები)

დაწყების დრო: 11:00

მუხიანის IV მ/რ-სა და საცხოვრებელი რ-ნის მიმდებარედ

27 ივნისი

ქვიშის ხელბურთი - შერეული (2 გოგონა 2 ვაჟი)

დაწყების დრო: 11:00

მუხიანის IV მ/რ-სა და საცხოვრებელი რ-ნის მიმდებარედ

28 ივნისი

ქვიშის ფეხბურთი - 5x5 (ვაჟები)

დაწყების დრო: 11:00

მუხიანის IV მ/რ-სა და საცხოვრებელი რ-ნის მიმდებარედ.


 

სიახლეებში დაბრუნება