სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს

05/26/2022
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს.

ლიეტუვური ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები, რომლებიც სტუდენტებისთვის უფასოა, ჩატარდება კვირაში 2-ჯერ.

სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრში სტუდენტებისთვის მოქმედებს არაერთი უსასყიდლო პროექტი:

·       სასაწავლო კურსები ლიეტუვას უნივერსიტეტებში;

·       საზაფხულო კურსები;

·       სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები ლიეტუვას რესპუბლიკაში (სტიპენდიით).

სტუ-ის სტუდენტებს, რომლებიც დაამთავრებენ ბაკალავრიატს და შეისწავლიან ლიეტუვურ ენას, მიეცემათ შესაძლებლობა უსასყიდლოდ განაგრძონ სწავლა ლიეტუვას ნებისმიერი უნივერსიტეტეტის სამაგისტრო პროგრამებზე. მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში სტუდენტებს დაენიშნებათ ლიეტუვას რესპუბლიკის სახელმწიფო სტიპენდია.

სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრის სტუდენტებისთვის პროგრამას აფინანსებს ლიეტუვას რესპუბლიკა ან ევროკავშირი.

ამ ეტაპზე, სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრში იქმნება ლიეტუვური ენის შესწავლის მსურველ სტუდენტთა ახალი ჯგუფი. დასარეგისტრირებლად სტუდენტმა პირადად უნდა მიმართოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

სტუდენტების ახალი ნაკადის რეგისტრაცია წარიმართება მიმდინარე წლის 30 მაისიდან 3 ივნისამდე, 11:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრში, მისამართზე:

·       მერაბ კოსტავას 69, სტუ მე-10 სასწავლო კორპუსი, მე-2 სართული, 216 კაბინეტი.

მსურველებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციისას პრიორიტეტი მიენიჭებათ I, II და III კურსის სტუდენტებს.


 

სიახლეებში დაბრუნება