"პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვა ადგილობრივ თვითმართველობებში" - საჯარო ლექცია სტუ-ის სტუდენტებისთვის

05/03/2022
5 მაისს, 13:00 საათზე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  ზუმის ფორმატში საჯარო ლექცია -  "პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვა ადგილობრივ თვითმართველობებში" ჩატარდება.

საჯარო ლექციას სტუდენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის კურსდამდავრებული, ამჟამად  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა ჩაუტარებს.

საჯარო ლექციების ციკლი  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

დაინტერერესებული პირებისთვის: Participant: meeting ID: 868 9180935    პაროლი: gtu2020

Link: https://zoom.us/j/8689180935?pwd=aCtVa1ZIb3FsWXBZNlNiSmpWZk9LZz09   

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მსურველები დაუკავშირდნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწეს სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში გიორგი სულაშვილს- საკონტაქტო ტელ: 555-37-74-84. ან მისამართზე:  g.sulashvili@gtu.ge


 

სიახლეებში დაბრუნება