საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „მულტიდისციპლინარული სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“

05/19/2022
24-26 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ გაიმართება.

კონფერენციის მიზანია გააერთიანოს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარენენ ცოდნასა და ახალ იდეებს, საშუალება ექნებათ განიხილონ მათ შესაბამის სფეროებში არსებული სიახლეები და თანამედროვე ტენდენციები. გარდა ამისა, კონფერენცია აკადემიურ პერსონალსა და დარგის ექსპერტებს სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილეებთან შეხვედრისა და ურთიერთობის შესაძლებლობას.

მნიშვნელოვანი თარიღები:

კონგრესის პროგრამის ანონსი: 2022 წლის 06 ივნისი​

რეზიუმის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 ივნისი

რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის ბოლო ვადა: 2022 წლის 03 ივნისი​

სრული ტექსტის გაგზავნის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 ივლისი​

სამეცნიერო კრებულის გამოცემა: 2022 წლის 30 ივლისი

დეტალები იხილეთ ბმულზე: https://www.sciencegeorgia.com/ka/tbilisi


 

სიახლეებში დაბრუნება