შუახევი ჰესი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, სტაჟირების პროგრამას სთავაზობს.

05/13/2022




დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე დიდი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესი, სტაჟირების პროგრამას იწყებს. კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდებიან და გააცნობენ ინფორმაციას შუახევი ჰესის შესახებ, წარადგენენ სტაჟირების პროგრამას და უპასუხებენ სტუდენტების შეკითხვებს.

 

სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები გადაადგილდებიან სხვადასხვა ობიექტებზე: ელექტროსადგური, კაშხლები, წყალმიმღები, იმუშავებენ ელექტრომექანიკური განყოფილების ზედამხედველობის ქვეშ. სტუდენტები გაეცნობიან ელექტროენერგიის წარმოების სხვადასხვა ასპექტს, იმუშავებენ მაღალი ძაბვის ობიექტებზე, შეისწავლიან უსაფრთხოების საკითხებს, შეძლებენ თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. სტაჟირების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

 

შუახევი ჰესზე სტაჟირებას სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში გაივლიან. მათ ამავდროულად დაენიშნებათ სტიპენდია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით და საცხოვრებელი ადგილით.

 

შუახევის ჰესების კასკადს მართავს ქართული კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია. პროექტის ინვესტორებს წარმოდგენენ ნორვეგიული ქლინ ენერჯი ინვესტი და ინდური ტატა ფაუერი. შუახევიჰესი წარმოადგენს ერთადერთ პრეოექტს ქართულ ენერგო სექტორში, რომელიც ერთდროულად სამი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ფინანსდება: საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია (IFC),  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).


შუახევი ჰესმა 2020 წელს დაიწყო ელექტროენერგიის გამომუშავება. პროეტის საინვესტიციო ღირებულება 550 მილიონ დოლარს აჭარბებს.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ.გვერდზე www.agl.com.ge




 

სიახლეებში დაბრუნება