ესტონეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამები საერთაშორისო სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისათვის - 2022/23 სასწავლო წელი

04/18/2022

ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული განათლების და ახალგაზრდობის საკითხთა ბორდი (HARNO) აცხადებს ესტონეთის მთავრობის მიერ დაწესებული სტიპენდიების პროგრამებს 2022-2023 სასწავლო წლისათვის.

სასტიპენდიო პროგრამები გათვალისწინებულია საერთაშორისო სტუდენტების,  მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისათვის.  

სააპლიკაციო განაცხადების მიღება იწარმოებს ონლაინ,   მიმდინარე წლის 1 მაისამდე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს და მისი ხანგრძლივობა 1-4 კვირას შეადგენს.

სტიპენდია მოიცავს: სასწავლო კურსის გადასახადს (500 ევრო) და აკომოდაციის ხარჯებს (დღეში 25 ევრო).

მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის სტიპენდიის ხანგრძლივობა 10 თვემდეა: 1-10 დღე ვიზიტისთვის 45 ევრო დღიურად, 10 დღეზე მეტი ხანგრძლივობით - 660 ევრო თვეში.

საერთაშორისო სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსი გამოცხადდება და განაცხადების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია შემოთავაზებული პროგრამების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, პირობებისა და განაცხადის შეტანის პროცედურებთან დაკავშირებით იხილეთ აქ



 

სიახლეებში დაბრუნება