საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) საგრანტო კონკურსს აცხადებს

04/13/2022
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) საგრანტო კონკურსს აცხადებს.  კონკურსის მიზანია,  საქართველოში ყველა ფორმის ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან  გამკლავება. 

გრანტის მოცულობა:

კონკურსის ფარგლებში გაიცემა ორი გრანტი, ჯამში 200 000 ლარი. 

გაცემული ერთი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარს შეადგენს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ერთწლიანი ოპერირების გამოცდილება. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) მედია ორგანიზაციებს და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

დაინტერესებულმა პირებმა საგრანტო პროექტის რეზიუმე უნდა შეიტანონ  2022 წლის  22 აპრილს  (18:00 საათამდე).

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ  GCSD-ი ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას: 14 აპრილს, 13:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით.

 მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ ელ. ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge არაუგვიანეს 13 აპრილისა.

საგრანტო პროექტის რეზიუმეს გამოგზავნისას გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: განაცხადების მოთხოვნის ფორმა #22-001.

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი საგრანტო პროექტის რეზიუმეები არ განიხილება.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

კონკურსი ტარდება პროგრამის - "ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება" ფარგლებში, რომელსაც GCSD, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს


 

სიახლეებში დაბრუნება