საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბრიტანეთის ენის აკადემიას ,,Imperial English, UK” შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

04/13/2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბრიტანეთის ენის აკადემიას ,,Imperial English,  UK” შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება ონლაინ ფორმატში წარიმართა და მას ესწრებოდნენ, ბრიტანული ენის აკადემიის მხრიდან: დოქტორი გოვინდ დესაი, ,,Imperial English’-ის დირექტორი; რაფაელ სალგუერო, აკადემიის პროგრამების დირექტორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან: დევი ხვედელიანი - სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსი; თამარ წერეთელი - სტუ-ის სასწავლო დეპარტამენტის უფროსი; თამარ ლომინაძე - სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემის ფაკულტეტის დეკანი და სტუ-ის საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რეურსების ცენტრის უფროსი თალიკო ჟვანია.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და ბრიტანეთის ენის აკადემიის ,,Imperial English,  UK” ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, პროფესორმა ინგა დიაკონიძემ. 

სტუ-სა და ბრიტანული ენის აკადემიას შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს ინგლისური ენის სწავლებას უახლესი მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. სწავლება შეიძლება წარიმართოს როგორც აუდიტორიაში, ასევე ონლაინ და/ან ჰიბრიდულად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ პროექტის ფარგლებში ბრიტანელი და საერთაშორისო ტრენერები გადაამზადებენ ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგთა გუნდს. ამავე პროექტის ფარგლებში იგეგემება ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გადამზადება ინგლისური ენის ფლობის გაუმჯობესების მიზნით.

ცნობისთვის, ბრიტანეთის ენის აკადემია ,,Imperial English’’ მაღალი რეპუტაციით სარგებლობს არამარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთ.


 

სიახლეებში დაბრუნება