სტუდენტური კონფერენცია - „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისათვის“

04/09/2022

20-25 ივნისს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტის ენერგეტიკის ფაკულტეტის  ორგანიზებით  უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით  გაიმართება საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია, თემაზე: „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისათვის“.

კონფერენციაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი  უნივერსიტეტის ბაკალავრის და  მაგისტრატურის სტუდენტებს.

კონფერენციის ჟიურის წევრები იქნებიან ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტები.

კონფერენციის ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს. სამი საუკეთესო ნაშრომი დაჯილდოვდება წამახალისებელი პრიზებით.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებათ, აპლიკანტი უნდა გადავიდეს  მოცემულ ლინკზე და შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა

სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 13 მაისი. არაუგვიანეს 20 მაისისა ცნობილი იქნება კონფერენციაში მონაწილე პირთა ვინაობა. დასტურის შემთხვევაში შეგატყობინებთ ელექტრონული ფოსტით.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გადაირჩევიან კონფერენციაში მონაწილე კანდიდატები და შერჩეულ იქნებიან თემის აქტუალურობის მიხედვით. ნაშრომში ნათლად უნდა იქნეს წარმოდგენილი თუ რა საკითხს ეხება ის, რა სახის კვლევა დაედო მას საფუძვლად და როგორი იყო კვლევის შედეგები. ნაშრომის ტექნიკური დეტალებია: MS word, ფონტი: Sylfaen, ინტერვალი: 1.5, გვერდების რაოდენობა: არაუმეტეს 20-ისა. პრეზენტაციის სლაიდების რაოდენობა არ არის შეზღუდული.

კონფერენციაზე მონაწილეებს მიეცემათ პრეზენტაციისთვის 15 წუთი, შემდგომი 10 წუთი დაეთმობა კითხვა-პასუხს.


 

სიახლეებში დაბრუნება