სლოვაკეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამები - 2022/23 სასწავლო წელი

04/07/2022
ცხადდება კონკურსი სლოვაკეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამებზე (National Scholarship Program), 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლისათვის.

ზემოაღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე, უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს. საგულისხმოა, რომ სტუდენტებსა და დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზეც.

უცხო ქვეყნის აპლიკანტების განაცხადები ივსება ონლაინ  და ამავე ვებ-გვერდზე  მოცემულია დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე.

სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილი, 16:00 საათი. ცენტრალური ევროპის დროით.


 

სიახლეებში დაბრუნება