საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპორტის საერთაშორისო დღეს მასობრივი სპორტული ღონისძიებით აღნიშნავს

04/01/2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 100 წლის იუბილეს ფარგლებში, მასობრივი სტუდენტური ღონისძიებით სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ ღონისძიებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უერთდება გაეროს ინიციატივას, რომელიც სპორტის მედიაციით, მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენ არის მიმართული.

მასობრივ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტური გუნდები სპორტის შემდეგ სახეობებში:

 ქუჩის ფეხბურთი

 ქუჩის კალათბურთი

 კლასიკური ფრენბურთი

 სამაგიდო ფრენბურთი

 პარაფრენბურთი

 გრეხეთბოლი

 მაგიდის ჩოგბურთი

 ჭადრაკი

 მკლავჭიდი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეგიდით, სპორტის აღნიშნულ სახეობებში მასობრივი სტუდენტური ღონისძიების ჩატარების ორგანიზატორები არიან სტუ სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი და სტუ სტუდენტური თვითმმართველობა.

სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც 6 აპრილის 11:00 საათიდან აიღებს სტარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ღია სივრცეში  გაიმართება.

სპეციალურად გამოყოფილ და აღჭურვილ სუბსივრცეებში, მთელი დღის განმავლობაში, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, პარალელურ რეჟიმში იასპარეზებენ ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა და გოგონათა საფაკულტეტო გუნდები.

სტუდენტური ღონისძიება, 19:00 საათზე, გამარჯვებული გუნდების გამოვლენითა და დაჯილდოებით დასრულდება. 

სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება და საყვარელი გუნდის გულშემატკივრობა უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

საკონტაქტო პირი: სალომე არევაძე - 557 571 321 - სტუ სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

შემოგვიერთდით 6 აპრილს, დილის 11 საათიდან!

ერთად აღვნიშნოთ სპორტის სართაშორისო დღე ტექნიკურ უნივერსიტეტში!!

უგულშემატკივრეთ თქვენს უნივერსიტეტს და საყვარელ გუნდებს!

ცნობისათვის: სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (International day of Sport for Peace and Development), მსოფლიო მასშტაბით იმართება არაერთი ღონისძიება და საერთაშორისო კამპანია, რომლებშიც აქტიურად უერთდებიან სპორტული ფედერაციები, სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.


 

სიახლეებში დაბრუნება