სლოვაკეთის რესპუბლიკაში სასტიპენდიო პროგრამების შესახებ

04/01/2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე წლის 29 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოვიდა ინფორმაცია 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლის სლოვაკეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამების  (National Scholarship Program) შესახებ.

ზემოაღნისნულ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევარებს. სტუდენტებსა და დოქტორნატებს შეუძლიათ, ასევე, განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე. უცხო ქვეყნის აპლიკანტების განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე: www.scholarships.sk. ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე.

სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილის, 16:00 სთ. ცენტრალური ევროპის დროით.

სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაავრცელოთ თქვენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


 

სიახლეებში დაბრუნება