საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ფერმილაბი“-სა და სტუ-ს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის კვლევისა და განვითარების შეთანხმებას მოეწერება ხელი

03/29/2022
28 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფერმის ეროვნული ამაჩქარებლების ლაბორატორიასა („ფერმილაბი“) და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის კვლევისა და განვითარების შეთანხმებას მოეწერება ხელი.

ხელმოწერის ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

ფერმის ეროვნული ამაჩქარებლის ლაბორატორია „ფერმილაბი“ (Fermilab) არის ამერიკის უდიდესი, და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო ცენტრი, რომლის დევიზია - „ჩვენ გავაერთიანებთ მსოფლიოს, რომ ერთად ამოვხსნათ მატერიის, ენერგიის, სივრცის და დროის საიდუმლოებები“  (We bring the world together to solve the mysteries of matter, energy, space and time)“.

დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და Fermilab-ის დირექტორი.

ფერმილაბი 55 წლის წინ, 1967 წლის 21 ნოემბერს დაარსდა.

ეს არის პირველი ცენტრი, სადაც მიღწეული იქნა ენერგია 1 ტერაელექტრონვოლტი (ტევატრონი). მისი ერთ-ერთი უდიდესი წარმატება არის t და b კვარკების აღმოჩენა.

უკვე 55 წელია ფერმილაბი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ბირთვული და ნაწილაკების ფიზიკის კვლევების მიმართულებით. ფერმილაბში მიმდინარეობს ისეთი უნიკალური ექსპერიმენტი, როგორიცაა „g-2“, ხოლო მიმდინარეობს მზადება DUNE და Mu2e ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

ფერმილაბის მაღალი ინტენსივობის ამაჩქარებლის მეშვეობით იქმნება მეგავატის სიმძლავრის ნეიტრინოების ნაკადი DUNE ექსპერიმენტისთვის. თავისი მასშტაბით, ტექნოლოგიებით და მოსალოდნელი შედეგებით არის უპრეცედენტო და უდავოდ მსოფლიოს ლიდერი ექსპერიმენტი ნეიტრინოს კვლევების მიმართულებით.

ბოლო პერიოდის აღმოჩენებმა ნეიტრინო აქცია ყველაზე გავრცელებად და ცნობილ ნაწილაკად სამყაროში და მსოფლიო კვლევების ყურადღების ცენტრში მოაქცია.

უმნიშვნელოვანეს კითხვებზე, როგორიცაა მატერიის ბუნება, სამყაროს ევოლუცია პასუხი უნდა გასცეს DUNE ექსპერიმენტმა.

2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის DUNE ექსპერიმენტის აქტიური წევრი და აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა კოლაბორაციის წინაშე.

ღონისძიების აღწერა:

Fermilab-ის დირექტორი მოაწერს ხელს i-CRADA-ს ორ ეგზემპლარს Fermilab-სა და GTU-ს შორის. ჩვენ გამოგიგზავნით დოკუმენტის ნაბეჭდ ასლებს FedEx-ის საშუალებით. შეგიძლიათ გააზიაროთ საფოსტო მისამართი. ვირტუალური ღონისძიების დროს Fermilab-ის დირექტორი ხაზს გაუსვამს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას ნეიტრინო პროგრამაში და მოიწვევს რექტორს ხელი მოაწეროს i-CRADA-ს.





 

სიახლეებში დაბრუნება