სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის

03/21/2022


საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-16 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სტუ-ის ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის (ბოლო ორი სემესტრი), მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B (81-90%) ძალიან კარგი“); აგრეთვე, მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველ პირს,  გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სტუდენტის სასწავლო ბარათი დამოწმებული ბეჭდით და ხელმოწერით.

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 1 აპრილის ჩათვლით.

მის.: კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №266,   სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, სტუდენტური სერვისების განყოფილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე  (+995 32)  2 77 11 11/ 7030.

იხილეთ ბმული: https://stajireba.gov.ge/ka/News/itskeba_stazhirebis_sakhelmtsifo_programis_2022_tslis_gazafkhulis_nakadi


 

სიახლეებში დაბრუნება