საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ლიეტუველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს

03/11/2022

ლიეტუვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის იყო პირველი, რომელმაც 1990 წლის 11 მარტს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი დატოვა. 2004 წელს კი ლიეტუვა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი მჭიდრო კავშირები აქვს ლიეტუვას რესპუბლიკასთან. უნივერსიტეტში მოქმედებს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, ვთანამშრომლობთ ლიეტუვას ექვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, ეწყობა ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები და ვმუშაობთ ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ფართოვდება ლექტორებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები.

ვულოცავთ ლიეტუველ ხალხს ლიეტუვას დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ!

დავით გურგენიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი

1990 metų kovo 11 dieną Lietuva, pirmoji iš buvusių sovietinių respublikų, paskelbė atkurianti Nepriklausomybę ir paliko SSRS. 2004 metais Lietuva tapo Europos Sąjungos ir NATO nare.

Sakartvelo technikos universitetą su Lietuva sieja glaudūs ryšiai: universitete veikia Lietuvių kalbos ir kultūros centras, universitetas bendradarbiauja su 6 Lietuvos aukštosiomis mokyklomis, organizuojamos bendros tarptautinės mokslinės konferencijos ir edukacinės programos, plečiamos dėstytojų ir studentų mainų programos. 

Sveikinu Lietuvą ir jos žmones su Kovo 11-ąja – Lietuvos Nepriklausomybės atkūrimo diena – ir linkiu taikos ir klestėjimo. 

Sakartvelo technikos universiteto rektorius

profesorius dr. David Gurgenidze 


 

სიახლეებში დაბრუნება